loader

"ვაიმე, ჩქარა, ჩქარა" - უმძიმესი კადრები, რომლებიც მახინჯაურში მომხდარი ავარიის მომენტშია გადაღებული, თვითმხილველის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, ჩქარა, ჩქარა" - უმძიმესი კადრები, რომლებიც მახინჯაურში მომხდარი ავარიის მომენტშია გადაღებული, თვითმხილველის კადრები

"პალიტრავიდეოს" თვითმხილველი მახინჯაურში მომხდარი უმძიმესი ავარიის კადრებს აწვდის. როგორც თვითმხილველი ჰყვება, 3 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. "ჩვენ გამვლელები ვიყავით. თან ახალმომხდარი იყო ავარია, გზაში ბავშვი რომ დავინახეთ. ჩამოვედით, ხალხი კიოდა, არავინ არ მიდიოდა ბავშვთან ახლოს. მარტო მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გთხოვთ, გადაარჩინოთო. ბავშვს პულსი სუსტი ჰქონდა. მასაჟი გავუკეთე. მერე დაიწყეს იქიდან, აქაც არიანო. ძალიან შორს იყვნენ მიმოფანტულნი, ოჯახის წევრები ყოფილან და ბაბუა გავაცილეთ მოსკოვშიო. 3 ბავშვი იყო, ორი ქალი და ერთი კაცი, მგონი" - ამბობს თვითმხილველი "პალიტრავიდეოსთან" საუბარში.