loader

რა მიმართვას ავრცელებს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ტიხანოვსკაია, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მიმართვას ავრცელებს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ტიხანოვსკაია, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლიეტუვაში გადავიდა, ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ყოფნა შეუძლია.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკავიჩიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტიხანოვსკაიაზე ერთწლიანი ვიზა გაიცა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი იძულებული გახდა საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან ის თავისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ლიეტუვაში საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე მარია მოროზთან ერთად იმყოფება.