loader

პირველი კადრები შოტლანდიიდან, სადაც სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები შოტლანდიიდან, სადაც სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

შოტლანდიაში სთოუნჰეივენის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. არიან დაშავებულები, რომლებსაც სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. მათი რაოდენობა ამ დროისთვის დაუზუსტებელია.

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლ სტერჯენის განცხადებით, ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია. ადგილზე მაშველები მუშაობენ, მათ შორის სამედიცინო ვერტმფრენი. რკინიგზის ოპერატორები მომხდარის მიზეზებს არკვევენ.

ВВС აღნიშნავს, რომ ძლიერი წვიმების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში შოტლანდიაში სატრანსპორტო პრობლემები დაფიქსირდა, ცალკეული რეგიონები კი დაიტბორა.