loader

"ოცნების" ახალი სახეები პარტიულ სიაში - მმართველ პარტიას ცნობილი ტელეწამყვანი შეუერთდება, რომელიც დიდი ხანია ეკრანზე არ გვინახავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" ახალი სახეები პარტიულ სიაში - მმართველ პარტიას ცნობილი ტელეწამყვანი შეუერთდება, რომელიც დიდი ხანია ეკრანზე არ გვინახავს

ონლაინგამოცემა Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად მმარ­თველ გუნდში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გა­ცხად­და, სიის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზრს გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ვი­ხი­ლოთ: ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი, გია აბა­ში­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი და ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" წამ­ყვა­ნი ვა­ლე­რი­ან (ვაკა) გორ­გი­ლა­ძე, იუ­რის­ტი თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი; ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი სახე იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს წყლის კომ­პა­ნი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი ეკა ბე­რი­ძე. რო­გორც ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, სი­ა­ში იქ­ნე­ბა იუ­რის­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის "მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ყი­ფი­ა­ნი ძი­ძი­გუ­რი" დი­რექ­ტორ–პარტნი­ო­რი ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი, დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს "ჩუ­ღუ­რე­თის სა­ოლ­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე რიმა ბე­რა­ძე.

ნახეთ ვრცლად