loader

რომელ კაფეში მუშაობს პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რა უნდა იცოდეთ თუ 9-11 აგვისტოს ქობულეთში, იმ კაფეში იმყოფებოდით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ კაფეში მუშაობს პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რა უნდა იცოდეთ თუ 9-11 აგვისტოს ქობულეთში, იმ კაფეში იმყოფებოდით

ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,- განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა და სულ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 300 ათასზე მეტი პისიარ ტესტია გაკეთებული.