loader

ხალხი "ბაწკას" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც ბოლო 24 საათში მინსკში განვითარებული მოვლენების შესახებ უნდა ვიცოდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხალხი "ბაწკას" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც ბოლო 24 საათში მინსკში განვითარებული მოვლენების შესახებ უნდა ვიცოდეთ

16 აგვისტოს, არჩევნების შემდეგ პირველად, მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც პრეზიდენტის მომხრეები მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ განმეორებითი არჩევნები ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება და ქვეყანაში არსებული ვითარების გამწვავებაში მეზობელი ქვეყნები: ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და უკრაინა დაადანაშაულა. ადგილობრივი მედიის განმარტებით, პროსახელისუფლებო აქციაზე ადამიანები ავტობუსებით, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ან გასამრჯელოს სანაცვლოდ მიიყვანეს. იმავე დღის საპასუხო აქციაში 100-დან 200-მდე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ აქციაზე გამოსვლის მიზეზი თავდაპირველად უსამართლობის განცდით იყო განპირობებული, ხოლო შემდეგ ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენების გაპროტესტებასა და მშვიდობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

ავტორი: ნინი გაბისონია