loader

როგორ ჩატარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება - ფოტო/ვიდეოკადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჩატარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის ინსცენირება - ფოტო/ვიდეოკადრები ადგილიდან

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.
ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც საქმეში არ ფიგურირებენ, თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესს თვალყურს მედია ადევნებდა. გთავაზობთ შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის მიერ მომზადებულ ფოტორეპორტაჟს.