loader

“ოჯახს სურს დარწმუნდეს, რომ ცხედარი მართლაც თამუნასია“- რა ექსპერიმენტს გეგმავს პროკურატურა და ბაჩალიაშვილების ოჯახი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ოჯახს სურს დარწმუნდეს, რომ ცხედარი მართლაც თამუნასია“- რა ექსპერიმენტს გეგმავს პროკურატურა და ბაჩალიაშვილების ოჯახი?

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს, საგამოძიებო უწყებაში დღეს, დნმ-ის ანალიზი აუღეს. ხვალ კი ექსპერიმენტი ჩატარდება. ადვოკატი და გარდაცვლილის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მივლენ, მიხეილ რამიშვილის თქმით, იმავე გარემოში, ტემპერატურა უნდა იქნეს გაზომილი, რა ტემპერატურაშიც იმყოფებოდა ცხედარი, რის შემდეგაც უკვე პროკურატურაში ვიდეო ჩანაწერების ნაწილს გაეცნობიან.

„დნმ-ის ნიმუშის აღებას ითხოვდა ოჯახი, რაც არ იქნა თავის დროზე აღებული. მთავარ პროკურორთან შეხვედრისას ისევ მოითხოვეს, რათა დარწმუნდნენ რომ ცხედარი მართლაც თამუნასი იყო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო, გამოძიება არაპროფესიონალურად, ძალიან ზერელედ მიმდინარეობდა. დნმ-ის ნიმუში აიღეს და ხვალ ჩატარდება ექსპერიმენტი.

ექსპერიმენტით გადამოწმდება თუ რამდენად იყო შესაძლებელი ცხედარი ამ მდგომარეობმდე მისულიყო იმ ტემპერატურაში.“- განაცხადა რამიშვილმა “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.