loader

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ბებია შიმშილობისას შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ბებია შიმშილობისას შეუძლოდ გახდა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ბებია ლიანა ხომასურიძე, რომელიც პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ლიანა ხომასურიძემ შიმშილობა ზ.ხ.-ს მამასთან ერთად გუშინ დაიწყო. ოჯახი მიიჩნევს, რომ ზ.ხ. გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა.

ლიანა და თამაზ ხომასურიძეები მოითხოვენ რომ ზ.ხ. პროკურატურამ სიცრუის დეტექტორზე დაკითხოს.
თამაზ ხომასურიძის თქმით, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულება, შიმშილობას არ შეწყვეტს.

საქმეზე შემდეგი პროცესი 20 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.