loader

“NDI-ს ანგარიშში ძალიან ბევრი უზუსტობაა“ - კახა კალაძე ოპონენტებს თანაბარ პირობებს სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“NDI-ს ანგარიშში ძალიან ბევრი უზუსტობაა“ - კახა კალაძე ოპონენტებს თანაბარ პირობებს სთავაზობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, NDI-ს ანგარიშში, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული, უზუსტობებია.

“აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, უნდა ვკითხოთ მათ, ვინ გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს ფაქტები? ძალიან ბევრი უზუსტობაა. არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი ხედვა, მიაწოდონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებას; წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ს ანგარიშში წერია, რომ არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება, “რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს”.