loader

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია - რა წერია დასკვნაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია - რა წერია დასკვნაში?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.

სამხარაულის ექსპერტიზამ შუალედური დასკვნა გაავრცელა. დასკვნაში გარდაცვალების მიზეზებზე და დროზე საუბარი არ არის, მაგრამ საუბარია მედიკამენტებზე, რომელიც ავტომობილში აღმოაჩინეს.
რამიშვილის განცხადებით, ემთხვევა თუ არა გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში მოძიებული მედიკამენტები, ცხედართან აღმოჩენილ მედიკამენტებს, ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.