loader

"დილიდან ექსპერტები მუშაობენ ქალაქის ცენტრში" - კადრები ბათუმიდან, სადაც მაღაზიაზე თავდასხმა და დაყაჩაღება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილიდან ექსპერტები მუშაობენ ქალაქის ცენტრში" - კადრები ბათუმიდან, სადაც მაღაზიაზე თავდასხმა და დაყაჩაღება მოხდა

"დილიდან ექსპერტები მუშაობენ ქალაქის ცენტრში. სამწუხაროდ, ყოველდღე ხდება ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა (არაერთი)", - ასე ეხმიანება ადგილობრივი ბათუმში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს და ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. დილით მისულ მაღაზიის მეპატრონეს კარი დაზიანებული დახვდა. მისი ინფორმაციით, მაღაზიიდან მძარცველებმა თანხა წაიღეს.

შემთხვევის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.