loader

“ჩემი შვილი არის მოკლული! მედიკამენტებზეც არ იცოდნენ რა დაეწერათ“ - თეონა თამაზაშვილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი შვილი არის მოკლული! მედიკამენტებზეც არ იცოდნენ რა დაეწერათ“ - თეონა თამაზაშვილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში მივიდა. მისი ანცხადებით, საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებენ.

„ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.