loader

დატბორილი ბათუმი და პარალიზებული გზა - უხვმა ნალექმა საყოფაცხოვრებლო ნივთები დააზიანა, ფიქსირდება ათეულობით გამოძახება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი ბათუმი და პარალიზებული გზა - უხვმა ნალექმა საყოფაცხოვრებლო ნივთები დააზიანა, ფიქსირდება ათეულობით გამოძახება

ბათუმი უხვ ნალექს ებრძვის. დილიდან ძლიერი წვიმის გამო საზღვაო ქალაქის ცალკეული ქუჩები დაიტბორა, ასევე ნალექი საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც შევიდა და საყოფაცხოვრებლო ნივთები დააზიანა.

შემთხვების ადგილზე მობილიზებული არიან შპს "ბათუმის წყალის" თანამშრომლები, ისინი არხებისა და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

სამაშველო სამსახურის უწყების თქმით, მოქალაქეების მხრიდან დახმარების თაობაზე, 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
პარალიზებულია ბათუმი - მახინჯაურის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.