loader

"საშინელი სურათი დამხვდა" - ბოლო ინფორმაცია შატილში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშინელი სურათი დამხვდა" - ბოლო ინფორმაცია შატილში მომხდარ საზარელ ავარიაზე, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა

ეს არის ადგილი, სადაც გუშინ, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან საზარელი ავარიის შედეგად 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მიკროავტობუსი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი 80 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი გიდი სერგო გორლიუკოვია. მიროავტობუსის 20 მგზავრიდან მხოლოდ 3 გადარჩა. ისინი ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ტურისტულ კომპანიას "თრეველერ ჯი"-ს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ტური ხევსურეთში ერთდღიანი იყო და მასში შატილის, მუცოს და ანატორის მონახულება შედიოდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზად მუხრუჭების გაუმართაობა სახელდება.