loader

პოლიციელმა შავკანიან მამაკაცს ოჯახის წევრების თვალწინ რამდენჯერმე ესროლა - მომხდარს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა შავკანიან მამაკაცს ოჯახის წევრების თვალწინ რამდენჯერმე ესროლა - მომხდარს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

აშშ-ის უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის მძიმე მდგომარეობაშია. 

ცეცხლის გახსნის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მეორე დღეა გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, წუხელ საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, რასაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა კენოშის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი დაშლა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებით მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საპროტესტო ტალღის სამართავად "ეროვნული გვარდიის" 200-მდე წევრის განთავსება იგეგმება.


ასევე დაგაინტერესებთ: უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება

რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ ჯორჯ ფლოიდის საქმის აქამდე უცნობი ვიდეოჩანაწერი გაავრცელა