loader

"ვაიმე, ვერ ვთხოვდები, არავის მივყავარ და წულუკიანს უნდა ვეხვეწო, ბავშვი რომ გავაჩინო?!" - რა გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, ვერ ვთხოვდები, არავის მივყავარ და წულუკიანს უნდა ვეხვეწო, ბავშვი რომ გავაჩინო?!" - რა გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას

თეა წულუკიანი ინ-ვიტრო განაყოფიერების წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრი ახალ წესებს და შეზღუდვებს აწესებს იმ ქალებისთვის, ვინც დედობა გადაწყვიტა. თეა წულუკიანის ინიციატივით, ინ-ვიტრო განაყოფიერება აეკრძალება წყვილს, თუ ქორწინებიდან ერთი წელი გასული არ არის. ხოლო ქალები, რომლებიც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ინ-ვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად კი, „ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი; რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
იუსტიციის მინისტრის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.