loader

“თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს ყოველთვის გვერდში ვედგები“- მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტექსტო აქციას შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თამარ ბაჩალიაშვილი არის მოკლული, უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს ყოველთვის გვერდში ვედგები“- მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტექსტო აქციას შეუერთდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე მივიდა.
მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტი მოკლულია და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

“ყოველთვის ასეთი ადამიანების გვერდში ვიქნები, ვინც არის უსამართლოდ დაჩაგრული ამ არშემდგარი, არაფრის მაქნისი სისტემისგან“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პროგრამისტის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავს. მათი მოთხოვნაა, აქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.