loader

“ჩემმა შვილმა შემთხვევით გაშიფრა ფაილები, სამი მაღალჩინოსანი ამარაგებდა ყარაბაღს იარაღით“- თეონა თამაზაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემმა შვილმა შემთხვევით გაშიფრა ფაილები, სამი მაღალჩინოსანი ამარაგებდა ყარაბაღს იარაღით“- თეონა თამაზაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

“სამი მაღალჩინოსანი ამარაგებდა ყარაბაღს იარაღით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ“- თამარ ბაჩალიაშვილის დედა საპროტესტო აქციაზე დიდი პლაკატით გამოჩნდა, სადაც აღნიშნული წარწერა იყო გამოსახული.

“მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ. აქციებს აუცილებლად გავარგძელებ სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
მოვუწოდებ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს დაინტერესდნენ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ, რომელის ფაილებიც შემთხვევით ჩემმა შვილმა გახსნა და გაშიფრა, როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით.“- განაცხადა თამაზაშვილმა საპროტესტო აქციაზე. კადრები “ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა. 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირება 25 წელიწადია გრძელდება. რა სახის კავშირი შეიძლება არსებობდეს აღნიშნულ კონფლიქტსა და თუქეთს შორის უცნობია. თუმცა, 23 წლის პროგრამისტის დედამ საკითხის გამოსაძიებლად სწორედ თურქეთსა და აზერბაიჯანს მიმართა.