loader

ინდოეთში კორონავირუსს ვერ აჩერებენ - ინფიცირების ახალი რეკორდი დამყარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში კორონავირუსს ვერ აჩერებენ - ინფიცირების ახალი რეკორდი დამყარდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში.

CNN-ის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში დაფიქსირებული ინფიცირების მაჩვენებელი აშშ-ში 17 ივლისს დადასტურებულ რეკორდულ რაოდენობასაც აჭარბებს, როდესაც ერთ დღეში ვირუსის 77 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ბოლო პერიოდში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს, რითაც ეპიდემიით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებას და მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვისგან შექმნილი რთული სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 843 000 ადამიანი. კოვიდინფიცირებულებისა და ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია.