loader

“გამორთული კონდიციონერი, დაკეტილი ოთხივე ფანჯარა; სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ამოვიღეთ თმა“ - მიხეილ რამიშვილი ავტომობილის ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გამორთული კონდიციონერი, დაკეტილი ოთხივე ფანჯარა; სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, ამოვიღეთ თმა“ - მიხეილ რამიშვილი ავტომობილის ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს


თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ინფორმაციის დეტალურად მიღება მანქანის დაბალი კლასის გამო ვერ მოხერხდა.

“იყო ერთი საინტერესო რამ: ამ სიცხეში, ივლისის თვეში, გადაადგილებისას კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბადებს, რომ ეს ავტომობილი თავისით არ ახორციელებდა გადაადგილებას, ეს იყო გაჩერებული ავტომობილი, გამორთული იყო ყველაფერი და ფანჯრებიც იყო დაკეტილი. აღმოვაჩინეთ, რომ გვერდითა მჯდომი მგზავრის მხარე გარეთა მხრიდან იყო დაზიანებული, რომელზეც მამამ თქვა, რომ ეს გამორიცხული იყო და წინა დღეებშიც არ ყოფილა დაზიანებული.

ბუქსირის გამოყენება ვერ დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული პერიოდი არის გასული და ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ ვერ გაგვცა. უკანა მხარეს აღმოვაჩინეთ თმა, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი. ეს თმა ამოვიღეთ და დაილუქა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.