loader

"მაშინ გვითხარით რამე" - რა ხდება ამ წუთებში მეტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაშინ გვითხარით რამე" - რა ხდება ამ წუთებში მეტროში

თბილისის მეტროში შეფერხებაა. მატარებლები სხვადასხვა სადგურზე დაახლოებით 30 წუთია გაჩერებულია.

"დაახლოებით ნახევარი საათია, რაც "სადგურის მოედანზე" ვართ გაჩერებულნი. დისპეჩერმა გასცა ბრძანება, რომ ყველა მატარებელი გაჩერებულიყო. არ ვიცით მიზეზი, რის გამო გავჩერდით", - განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა "ინტერპრესნიუსს".

თავის მხრივ, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ მეტროს შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.