loader

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია - საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ვიცე-სპიკერმა გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია - საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ვიცე-სპიკერმა გახსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა საქართველოს ჰიმნის თანხლებით გახსნეს. სხდომას 95 დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

პლენარული სესია განცხადებებით დაიწყო. ამ წუთებში დეპუტატებს უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი მიმართავს.
დღეს სხდომას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.