loader

გიორგი კანდელაკი ასახელებს "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს, რომლებისთვისაც კარანტინის გვერდის ავლით "ჩაწყობა" შესაძლებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კანდელაკი ასახელებს "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს, რომლებისთვისაც კარანტინის გვერდის ავლით "ჩაწყობა" შესაძლებელია

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ფრენებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს საარჩევნო მიზნებით არის განპირობებული და მათ ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება არ სურთ.

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო დროს საქართველოში შემოვიდა მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი, რომელმაც ჩააწყო და ქვეყანაში შემოვიდა 24-საათიანი კარანტინით და ტესტით, ასევე იყო ჩარტერული რეისით მაკა ასათიანი. მე ამ ხალხთან კი არ მაქვს პრეტენზია, პრეტენზია მაქვს საქართველოს მთავრობასთან. თუ ვიღაცას შეუძლია ისარგებლოს პრივილეგიით, რატომ უნდა ვაწვალოთ ამდენი ადამიანი, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება",-განაცხადა კანდელაკმა.