loader

თბილისის ერთ-ერთ ბარში ანგარიშის გამო მომხდარი დაპირისპირებისას სტუმარს ხელი მოსტეხეს - რას ჰყვება დაზარალებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ერთ-ერთ ბარში ანგარიშის გამო მომხდარი დაპირისპირებისას სტუმარს ხელი მოსტეხეს - რას ჰყვება დაზარალებული

თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწყო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. "კურიერთან" მომხდარის შესახებ სწორედ დაზარალებული საუბრობს. არასწორად შედგენილი ანგარიშის გამო სტუმრებმა პრეტენზია გამოთქვეს, რის შემდეგაც შელაპარაკება ჯერ ბარის თანამშრომელ ქალთან დაიწყო, შემდეგ კი დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბით დასრულდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით. ამოღებულია ვიდეოჩანაწერები. ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ, თუმცა უკვე გამოიკითხნენ სავარაუდო ეჭვმიტანილები.