loader

რა სიახლეს გეგმავს კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე - "ეს ყველაფერი მოიხსნება მომდევნო 2 დღის განმავლობაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიახლეს გეგმავს კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე - "ეს ყველაფერი მოიხსნება მომდევნო 2 დღის განმავლობაში"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და მოსახლეობა ახალი, მიწისქვეშა ურნებით სარგებლობას შეძლებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს დაავალა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაურიგონ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ისარგებლოს აღნიშნული ურნებით.