loader

რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება? - მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის დასკვნა გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება? - მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის დასკვნა გააჟღერა


მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია.

“გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება.

დნმ-ს დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.