loader

“ექსპერტიზამ ვერ განსაზღვრა ვისი დნმ-ი შეიძლება ყოფილიყო ჩანთაზე“ – მირიან ნიკოლაძის თქმით, შესაძლებელია ჩანთასთან შეხება “ვინმე სხვასაც“ ჰქონოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ექსპერტიზამ ვერ განსაზღვრა ვისი დნმ-ი შეიძლება ყოფილიყო ჩანთაზე“ – მირიან ნიკოლაძის თქმით, შესაძლებელია ჩანთასთან შეხება “ვინმე სხვასაც“ ჰქონოდა


მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ჩანთის საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება ისევ რჩება.

“ჩანთასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია იყო, სამწუხაროა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგაც ბუნდოვანება რჩება და შესაძლებელია ეს ბუნდოვანება საქმის დამთავრებამდე და მის შემდგომაც არ აღმოიფხვრას. ჩანთის საკითხი დღესდღეობით ღიაა, პასუხგაუცემელია, ვინაიდან ექსპერტიზამ ცალსახად ვერ განსაზღვრა ვისი დნმ-ი შეიძლება ყოფილიყო მასზე. ჩანთა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ იქ მესამე პირებისგან მოხვედრილიყო. კადრში ჩანს, რომ ბავშვს ჩანთა ისე აქვს გადაკიდებული, სირბილისას ნებისმიერ დროს, ან ფერდობზე ჩამოსვლისას სადმე ჩამოვარდნილიყო და იქ ვინმე სხვას დაედო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“.