loader

“მირიან ნიკოლაძეს 20 კაციანი “ბანდა“ ჰყავს, მზად არიან გამისწორდნენ“- თამაზ ხომასურიძის თქმით, მოტოციკლეტი განგებ დაუზიანეს და ავარიაში მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მირიან ნიკოლაძეს 20 კაციანი “ბანდა“ ჰყავს, მზად არიან გამისწორდნენ“- თამაზ ხომასურიძის თქმით, მოტოციკლეტი განგებ დაუზიანეს და ავარიაში მოყვა


გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ. მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მისი მოტოციკლეტის სავალი ნაწილი დაზიანებული იყო, რის გამოც ავარიაში მოყვა. ხომასურიძე აცხადებს, რომ დაზიანება განგებ იყო მიყენებული და ამას მირიან ნიკოლაძეს უკავშირებს.

“მოტოციკლეტით მოვდიოდი, რაღაცას დავეჯახე, შემდეგ შევამოწმე და “ტორმუზის“ შლანგი იყო გახვრეტილი, შემთხვევით ვერ გაიხვრიტებოდა.
პროკურატურას და პოლიციას არ ვთხოვ ამის გამოძიებას, მათი არ მჯერა. მე თვითონ გამოვიძიებ და გავუსწორდები ვინც ეს გამიკეთა.
მირიან ნიკოლაძემ თავად განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ 20 კაცი ჰყავს “ბანდა“ შეკრული, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მე გამისწორდნენ.“- აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ “მთავარი არხის“ ჟურნალისთან საუბარში.