loader

შსს თბილისში დაკავებული ნარკორეალიზატორების კადრებს ავრცელებს - ამოღებულია 1000-მდე აბი „სუბოტექსი“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს თბილისში დაკავებული ნარკორეალიზატორების კადრებს ავრცელებს - ამოღებულია 1000-მდე აბი „სუბოტექსი“

თბილისში უკრაინის მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ. დადების მეთოდით გეგმავდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სულ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1000-მდე აბი "სუბოტექსი".