loader

4 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც მთავრობამ ახლახან მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც მთავრობამ ახლახან მიიღო

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება.

როგორც მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოთხოვნები, თუმცა, შედარებით მსუბუქი, შეეხება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებსაც.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

გახარიას თქმით, მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

3. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად დაიწყებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

4. 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებული იქნება, თან იქონიოს 72-საათიანი PR ტესტირება.