loader

შესაძლოა ბათუმისა და ქობულეთის გარდა, სასწავლო პროცესი სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს - თამარ გაბუნია დეტალებს განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლოა ბათუმისა და ქობულეთის გარდა, სასწავლო პროცესი სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს - თამარ გაბუნია დეტალებს განმარტავს


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ბათუმისა და ქობულეთის სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მიზანი და ქვეყნის გადაწყვეტილება არის ის, რაც გაჟღერდა, რომ 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყოს საკლასო ოთახში. თუმცა, ხედავთ, ეპიდემიის მიმდინარეობა გარკვეულწილად ცვლადია და სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა, მოგვიხდეს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მოხდა ბათუმის და ქობულეთის შემთხვევაში, სადაც სწავლა დაიწყება, თუმცა დისტანციური რეჟიმით. ამ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები ადგილობრივ დონეზე სკოლებში იქნება საჭირო, მათი მზაობის ხარისხიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ნებისმიერ სკოლაში რაღაც დონეზე დადგეს კორონავირუსის შემთხვევები და მაშინ დასჭირდებათ სხვანაირი მოქმედება. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია იმდენად კეთილსაიმედოა, რომ სწავლის დაწყებას იმ სკოლებში, სადაც მზაობა არსებობს, ხელი არ უნდა შეეშალოს“,- განაცხადა გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.