loader

“ჩვენ არ გვჩვევია ტრაბახი, საქმეს უხმაუროდ ვაკეთებთ" - ბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენ არ გვჩვევია ტრაბახი, საქმეს უხმაუროდ ვაკეთებთ" - ბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს


ქართული ოცნების" თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენაზე მოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

" ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ.

ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია, იცის შრომის ფასი. მარტივია, როდესაც მხოლოდ კრიტიკაა შენი სააქმე და ხშირად ტყუილსაც კადრულობ. “ქართული ოცნება“ კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, უნივერისტეტების, სკოლებისა და საბაშვო ბაღების მშენებლობას. ჩვენ არ გვჩვევია ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ამას უხმაუროდ ვაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.