loader

“ვკამათობთ და ვრიგდებით...“- რას აცხადებს კახა კალაძე სიის პირველი ოცეულის წარდგენისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვკამათობთ და ვრიგდებით...“- რას აცხადებს კახა კალაძე სიის პირველი ოცეულის წარდგენისას?


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის თქმით, პარტიის მთავარი მიღწევა მოქალაქეებისთვის ღირსების შეგრძნების დაბრუნებაა.

„მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე, მსურს უპირველესყოვლისა აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენმა გუნდმა განახორციელა. თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში, ჩვენ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ შევცვალეთ ყველაზე მთავარი, სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი.

8 წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებისთვის, წამების და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძლა. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბროთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტების პირობების შენარჩუნებაზე“,-განაცხადა კახა კალაძემ.