loader

"თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარები რეალური იყო და შსს-ს მივმართე" - მირიან ნიკოლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარები რეალური იყო და შსს-ს მივმართე" - მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ საქმის ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამაზე თავად მიმართა შსს-ს.

"მივმართე სამინისტროს ამაზე. ორთვე-ნახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო. იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები. გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა, რომ უკვე მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ახდენდნენ. [გურამ] ამირხანაშვილსაც, [იაკობ] ბრეგვაძესაც ემუქრებოდა", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე დღეს დააკავეს.

ასევე იხილეთ: "ბო...ვიყო... ვიღაცამ გამაჩერა" - შსს თამაზ ხომასურიძისა და მისი მეგობრის საუბრის ფარულ ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს