"თქვენ ხართ რუსული ნარატივი... ჩვენ ვართ ბევრნი" - ზუგდიდში მამუკა ხაზარაძის პროვოცირება სცადეს
ზუგდიდში "ლელოს" მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ.