loader

“4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ - ახალი დეტალები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ - ახალი დეტალები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით


მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული 831 პაციენტიდან, რომლებიც კლინიკებსა და სასტუმროებში გადიან მეთვალყურეობასა და მკურნალობას, 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 25-ის კი მძიმე.

“არასრულწლოვნები არიან მაგრამ როგორც ყოველთვის მათთან კლინიკა უმნიშვნელოდ გამოხატულია, ძალიან მსუბუქად არის გამოხატული ან უხშირესად ასიმპტომური ფორმები აქვთ“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.