loader

რომელ 4 ქალაქში მოხდა კორონავირუსზე შემთხვევითი ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ინფექცია უკვე გადატანილი ჰქონდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ 4 ქალაქში მოხდა კორონავირუსზე შემთხვევითი ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ინფექცია უკვე გადატანილი ჰქონდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 1 222 ნიმუშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ადამიანს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.

"გუშინ ღამე დავამთავრეთ სეროპრევალენტობის კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 1 222 სისხლის ნიმუში იქნა აღებული, საიდანაც მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, მარტვილის რაიონში. ნიმუშების აღება 17-დან 25 აგვისტოს პერიოდში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რაც ამ პერიოდამდე ქვეყანას აქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.