loader

"ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი" - კლინიკაში გედევან ფოფხაძის ტესტის პასუხი შეეშალათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი" - კლინიკაში გედევან ფოფხაძის ტესტის პასუხი შეეშალათ

გედევან ფოფხაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობს, ამბობს, რომ მისი ტესტის პასუხი შეეშალათ. როგორც ის "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას იხსენებს, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო.

"ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი" - ამბობს ფოფხაძე.

დეპუტატის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.