loader

"ყველაზე მთავარი და მძიმე ამ დაავადებისთვის არის ის, რომ..." - მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე მთავარი და მძიმე ამ დაავადებისთვის არის ის, რომ..." - მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმის გარდა, სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელება იკლებს.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისი ზომიერ, კონტროლირებად მატებას ინარჩუნებს.

„გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არცერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება; თუ არ მცირდება, იგივე მონაცემები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი რჩება.