loader

"მიხეილ სააკაშვილმა ნგრევა, ღალატი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ის ვერ დაბრუნდება" - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხეილ სააკაშვილმა ნგრევა, ღალატი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ის ვერ დაბრუნდება" - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე

მიხეილ სააკაშვილი არა თუ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, არამედ ვერ დარჩება აქტიურ პოლიტიკაში. თუ რატომ, ამას ვიხილავთ არჩევნების შემდეგაც. ეს ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა, ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა, ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. რომელ დანაშაულებებში? - გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, გელაშვილის მკლელობამდე მიყვანა და ა.შ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.