loader

ქართველ მსახიობს მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველ მსახიობს მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, გიორგი გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან ერთად, მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა“, - განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.