loader

"თუ ასე გაგრძელდება და ასეთი მინიმალური კლება გვექნება..." - რას ვარაუდობს მარინა ეზუგბაია ორ კვირაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ასე გაგრძელდება და ასეთი მინიმალური კლება გვექნება..." - რას ვარაუდობს მარინა ეზუგბაია ორ კვირაში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 15 თბილისში დადასტურდა.

„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გვაქვს 2937 დადასტურებული შემთხვევა. 179 დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა არის 126, იმერეთი - 16, თბილისი - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 7, გურია - 4, კახეთი - 4.

გამოჯანმრთელებულები მხოლოდ 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.