loader

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ექსპერტიზის დასკვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - ექსპერტიზის დასკვნა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გულუაშვილი განმარტავს, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები არა ინიექციის გზით, არამედ პირის ღრუდან აქვს მიღებული. ამასთან, პროკურორის თქმით, ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს.