loader

"3 მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას - Pornography" - რა განაცხადეს პროკურატურაში ბაჩალიაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას - Pornography" - რა განაცხადეს პროკურატურაში ბაჩალიაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებზე?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად,პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“"-განაცხადეს პროკურატურაში.

ასევე იხილეთ: ბაჩალიაშვილის საქმე - ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი ცნობილია