იმ პირის სახლის და ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელმაც მიხეილ რამიშვილს ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა
16:54 / 18-09-2020
იმ პირის სახლსა და ოფისში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტომასალა მიაწოდა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. დავით ფურცხვანიძე განმარტავს, მას ანალიტიკური სააგენტო აქვს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილი არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.