loader

“ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა“ - მესტიის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა“ - მესტიის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაჭრილი, მზია ყოფიანი და მისი ქმარი სოფელში გადაადგილდებოდნენ.
ცოლ-ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც შუახნის ქალის ქმარს დაპირისპირება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ქმარისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ცოლ-ქმარს გზის პირას მდებარე ტყიდან ესროლეს.

წყარო: მთავარი არხი