loader

დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. მაგისტრი მოსამართლის დაწრების მოთხოვნა ფურცხვანიძემ საგამოძიებო უწყებას გუშინ თავად წაუყენა. ის აპირებს გამოძიებასთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ის კონკრეტული სახელები, გვარები და კომპანიები დაასახელოს, რომლებმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა მიაწოდეს. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ დაინტერესდა თავის დროზე დავით ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილის საქმის დეტალებით, განმარტავს რომ მისი ორგანიზაცია დაინტერესებულია ისეთი კომპანიების საქმიანობით, სადაც მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი. დავით ფურცხვანიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნასამართლევი არის. შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ სწორედ ფურცხვანიძეა ის პირი, რომელმაც მას სატელიტიდან გადაღებული ფოტო-მასალა მიაწოდა.