loader

ენდოკაფსულა - წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენის ზუსტი და მარტივი გზა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ენდოკაფსულა - წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენის ზუსტი და მარტივი გზა

ნაწლავური დაავადებების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. ანალოგიური ვითარებაა საქართველოშიც. პარალელურად კი, მედიკოსები დაავადებების დიაგნოსტირების უფრო სწრაფ და კომფორტულ მეთოდებს ეძებენ, რათა გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური გახდეს. ზოგადად, წვრილ ნაწლავში მიმდინარე პროცესების დეტალური გამოკვლევა წლების მანძილზე სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ბოლო პერიოდში კი ძალიან მოთხოვნადი გახდა ენდოკაფსულით დიაგნოსტირება. ამ გზით დიაგნოსტირების თანამედროვე და ეფექტური მეთოდი რამდენიმე წლის წინ, პირველად აშშ-ში იქნა სერტიფიცირებული და ამჟამად მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად იყენებენ. საქართველოში ენდოკაფსულით გამოკვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ შეგიძლიათ ჩაიტაროთ.