რა კვალს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში? - ჯანმოს კომისიების წევრი ახალ სიმპტომებზე საუბრობს
ჯანმოს კომისიების ქართველი წევრის, ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ 9 თვეა გასული, მეცნიერებმა კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან. ჯერ კიდევ ყველაფერი არის შესწავლის სფეროში. ალბათ, ამიტომააა, რომ არ გვაქვს წინსვლა სამკურნალო საშუალების მხრივ. ის, რაც ვიცით და ერთი დადებითი არის ის, რომ მეცნიერებმა ნახეს, რომ ამ ვირუსმა დიდი მუტაციები არ განიცადა. ანუ, ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მეტნაკლებად ვიცით ვირუსის შემადგენლობა და მეტნაკლებად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას", - განაცხადა წერეთელმა გადაცემაში “დღის ნიუსრუმი“.